პირველი შეხვედრა - 5.03.2014
2014 წლის 5 მარტს პირველ შეხვედრაზე გავეცანით სასწავლო პროექტის გეგმას, გადავნაწილდით მუშა ჯგუფებში, დავიყავით სცენარისტებად „ინტერნეტის ჭიებად“ „წიგნის ჭიებად“ ტექნიკურ და დამხმარე პერსონალებად. თითოეულ ჩვენთაგანს ამ
პროექტში თავისი მისია აქვს. გავიგეთ თუ რა პრინციპით ვფასდებით თითოეული
ჩვენთაგანი და თუ რა გვჭირდება იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს.
ზოგადად ვისაუბრეთ პროექტის შესახებ, ასევე შევიტყეთ ოცდამეერთე საუკუნის
რა უნარებს გაგვივითარებს ეს პროექტი.
შეხვედრის ბოლოს შევავსეთ ვ-მ-ვ ცხრილი. რა ვიცოდი, რა მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე. შემდეგ გავაკეთეთ ბუკლეტები თითოეული ჩვენთაგანის მშობლის ინფორმირებისთვის. საჭიროა მათ უკეთ გაიგონ რას ვგეგმავთ, ბუკლეტში ეწერება ყველაფერი ჩვენი განსახორციელებელი პროექტის შესახებ. თუ რატომ უნდა ვისწავლოთ პროექტებით, რას გულისხმობს შეფასება და საერთოდ რითვის ვგეგმავთ პროექტებს.
No comments:
Post a Comment