გეგმა


სასწავლო პროექტის გეგმა

 

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ჯაბა ლაბაძე
რაიონი
ხაშური
სკოლა
სურამის მეორე საჯარო სკოლა
ქალაქი
სურამი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
ასურელი მამების ნაკვალევზე შიდა ქართლში
თემის შინაარსი
მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ასურელი მამების შესახებ, დაადგენენ მათ ისტორიულ ნაკვალევს შიდა ქართლში, გადაიღებენ კადრებს შესაბამისი მონასტრების შესახებ, მოახდენენ ინფორმაციის ორგანიზებას და დაამონტაჟებენ ფილმს.
საგანი
ისტორია
დონე/კლასი  
საბაზო საფეხური / IX კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
3 კვირა
თემის საფუძვლები
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
ისტ.IX.6.  მოსწავლეს შეუძლია  მსჯელობა საქართველოში არსებული რელიგიებისა და მათი აქ გავრცელების ისტორიული მიზეზების შესახებ. აანალიზებს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას ქართული სახელმწიფოს საგარეო ორიენტაციის განსაზღვრაში. მსჯელობს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში და ქართული ეთნოსის განმტკიცებაში;
21-ე საუკუნის უნარები: კომუნიკაცია და თანამშრომლობა: სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება; საინფორმაციო წიგნიერება: ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით; ისტ წიგნიერება: ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები შეძლებენ:
  • გაანალიზებენ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების მნიშვნელობას
  • აფასებენ ქრისტიანობის როლს კულტურის განვითარებაში
  • მსჯელობენ და აკეთებენ დასკვნებს ქრისტიანობის როლზე ქართული კულტურის განვითარებაში

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა
რამ განაპირობა რელიგიის ჩამოყალიბების აუცილებლობა?
თემატური კითხვები
რატომ უნდა ვიცოდე ჩემი ქვეყნის რელიგიის ისტორია?
რა ვიცით ასურელი მამების შესახებ?
რა მიზანს ემსახურებოდა ასურელი მამების შემოსვლა საქართველოში?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი ასურელი მამები მოღვაწეობდნენ შიდა ქართლში?


შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე
და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის
დასრულების შემდეგ

ბროშურა

ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე

პროექტის გეგმა



დაკვირვების დღიური

კითხვარები

შეფასება და თვითშეფასება

ბლოგი

 ფილმის სცენარის შემუშავება
ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე

პროექტის პრეზენტაცია

ვიდეოფილმი

ქულობრივი შეფასების რუბრიკა







შეფასების/შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი

პროექტის საწყის ეტაპზე ვაკეთებთ ბროშურას კონკრეტული პროექტრის განხორციელების აუცილებლობის შესახებ, მოსწავლეთა საჭიროებებს ვადგენთ სტრატეგიით ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე და ვადგენთ პროექტის გეგმას, პრექტზე მუშაობის პერიოდში ვაწარმოებთ დაკვირვების დღიურებს, ვიყენებთ კითხვარებს, შეფასებისა და თვით შეფასების სქემებს, პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე ასევე ხდება ბლოგის შექმნა და პერიოდულად ნამუშევრების ატვირთვა. თუ რამდენად გავედი შედეგზე, ვახდენ პროექტის პრეზენტაციას, ფილმის წარდგინებას და საბოლოოდ მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასებისათვის ვიყენებ ქულობრივი შეფასების რუბრიკას.


სხვა საკითხები
საბაზისო უნარ-ჩვევები

ფლობენ გარკვეულ ინფორმაციას ასურელი მამების საქართველოში ჩამოსვლის მიზნებსა და შედეგებზე, შეუძლიათ ინფორმაციის მოძიება  ინტერნეტში  ან/და დამხმარე ლიტერატურაში, ფლობენ Word-ის და PowerPoint-ის  საოფისე პროგრამებს, ფლობენ სამონტაჟო პროგრამას - camtasia-studio-ს, იციანს  ბლოგების შექმნა blogger.com-ზე. შეუძლიათ ვიდეოფილმის ატვირთვა   youtube.com-ზე და myvideo.ge-ზე. 

სასწავლო პროცედურები
პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის იდეას. მათი საჭიროებებიდან გამომდინარე გამოვიყენებ ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე სტრატეგიას. მიმართულების მიმცემი კითხვების საშუალებით მივდივართ პროექტის თემამდე, ვახდენთ მოსწავლეების სკაფოლდინგს. გავაცნობ მათ პროექტის გეგმას.  ვაკეთებთ ბუკლეტს და ვახდენთ პროექტის პოპულარიზაციას. მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დაწყების პირველ კვირაში დავყოფ სამ ჯგუფად და გავაცნობ მათ მოვალეობებს: პირველ ჯგუფი იმუშავებს ბუკლეტის დამზადებაზე, მეორე ჯგუფი მოიძიებს ტექსტურ ინფორმაციას ასურელი მამების შესახებ, მესამე ჯგუფი კი იმუშავებს ფოტო-ვიდეო მასალის გადაღებაზე სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტების საშუალებით და მოახდენს დოკუმენტური ვიდეომასალის მონტაჟირებას.  ფუნქციების განაწილების შემდეგ იგივე კვირაში შესაბამისი ჯგუფი იწყებს ბუკლეტზე  მუშაობას და ახდენს პროექტის აქტუალობის  გაცნობას პედაგოგებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის. მეორე ჯგუფი პარალელურად მუშაობს ინფორმაციის მოძიებაზე შიდა ქართლში მოღვაწე ასურელი მამების შესახებ.  მესამე ჯგუფი მუშაობს უკვე მოძიებული მასალების ბლოგზე განთავსებაზე. პარალელურად  ხდება დაკვირვების დღიურის, კითხვარების წარმოება და გაზიარება. კვირის ბოლოს განხორციელდება სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი შიდა ქართლში მდებარე ასურელი მამების მიერ დაარსებულ ეკლესია-მონასტრებში. მესამე ჯგუფის მიერ მოხდება ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება თითოეულ მონასტერში. დღის ბოლოს დავბრუნდებით სახლებში და მეორე დღიდან ვიწყებთ მოპოვებული მასალების დახარისხებას. მეორე კვირის დასაწყისში მოპოვებული ტექსტური და ვიდეო მასალების შეჯერების შედეგად ხდება ფილმის სცენარის შემუშავება, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება სამივე ჯგუფი. კვირის ბოლოსკენ ხდება ფილმის ხმის ჩაწერა. ამ ყველაფრის შემდეგ კომპიუტერში შეგვაქვს ყველა ელექტორნული მონაცემი (აუდიო, ვიდეომასალა...) და მესამე კვირის დასაწყისში ხდება ფილმის დამონტაჟება სამონტაჟი პროგრამა camtasia-studio-ს გამოყენებით.  მესამე კვირის შუა პერიოდში, ანუ მას შემდეგ რაც მზად იქნება დოკუმენტური ფილმი, სტრატეგიით ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე, ვადგენთ პროექტის შემდგომი პერიოდის მოსწავლეების საჭიროებებს. კვირის ბოლოს ფილმი იტვირთება  youtube.com-ზე და myvideo.ge-ზე.  ამის შემდეგ ხდება ფილმის წარდგენა და პროექტის პრეზენტაცია პედაგოგების, მშობლების და თანატოლების თანდასწრებით. ბოლოს კი ვაფასებ  მოსწავლეებს ქულობრივი შეფასების რუბრიკის საფუძველზე.



ტექნოლოგია – ტექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 ინტერნეტკავშირი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი

 ვიდეოკამერა

ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები

 ინტერნეტძიება

 PowerPoint-ი
 ვორდის პროგრამა
  ბლოგის შექმნა



ბეჭდვითი მასალები
  საქართველოს ისტორია, კლასი IX, თბ., 2012
  საქართველოს ისტორია, ტ. I, თბ., 2012 წ.
  საქართველოს იმედი, წიგნი 9, ასურელი მამები, თბ. 2013 წ.
  ენციკლოპედია საქართველო, ტ. 1, თბ. 1997 წ.
ინვენტარი/მასალები

ინტერნეტრესურსები

სხვა რესურსები
სასწავლო-შემეცნებითი ვიზიტი შიდა ქართლში მდებარე ასურელი მამების მიერ დაარსებულ ეკლესია-მონასტრებში.

No comments:

Post a Comment